ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

01 დეკემბერი 2015

მანდატურის სამსახურის უფროსმა 14 ორგანიზაციას მადლობის სიგელები გადასცა

მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა მადლობის სიგელები გადასცა იმ სამსახურებსა და დაწესბულებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებულ გაფართოებულ შეხვედრებსა და ექსკურსიებში.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის პილოტირებას სსიპ მანდატურის სამსახური 2013 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.
2015-2016 სასწავლო წელს, საპილოტე პროგრამაში ჩართულია 944 საჯარო სკოლა და პროგრამა ყველა საპილოტე სკოლის მე-9 დამე-11 კლასებში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, საპილოტე სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ პროფორიერნტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები. ასევე, სკოლები მასწავლებელთან და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით, მოსწავლეებისთვის გეგმავენ ექსკურსიებს სასწავლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და გაფართოებულ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.
ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა 2014-2015 სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლაში ხორცილედებოდა. 2015-2016 სასწავლო წლისთვის მათი რიცხვი გაორმაგდა და პროგრამაში ხონის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა ჩაერთო, მათ შორის 4 ქალაქის და 6 სოფლის საჯარო სკოლები.
ღონისძიებას დაესწრნენ ქალაქ ხონის 10 საჯარო სკოლის დირექტორი, ხონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები.