ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

21 დეკემბერი 2015

800-მდე გადამზადებულ მანდატურს და პედაგოგს სერტიფიკატები გადაეცა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ანჯაფარიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა.
სკოლის მანდატურებმა პროექტის - ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის“ ფარგლებში, თეორიული კურსი გაიარეს, რომლის მიზანს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიული საკითხების შესწავლა წარმოადგენდა.
ყველა მანდატური და პედაგოგი, რომელმაც კურსი წარმატებით გაიარეს, სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში ეტაპობრივად ჩაერთვება. შედეგად, ისინი საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ, რაც საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, პროექტის ფარგლებში, 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ორი თვის განმავლობაში უტარებდნენ.
თბილისის შემდეგ, მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ანჯაფარიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცეს.