ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

19 თებერვალი 2016

თანამშრომლობა გერმანიასთან

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით,  მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ანჯაფარიძე და ამავე სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგი მარიამ დავითაშვილი გერმანიის განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების სენატის მიწვევით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა როგორც ხელმძღვანელ პირებთან, ასევე ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, სკოლების ხელმძღვანელებთან და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად უწყებათაშორის კოორდინაცია, კრიზისული ინტერვენცია თუ მედიცინის საკითხები. ყურადღება გამახვილდა პრევენციულ პროგრამებსა და რეფერირების (გადამისამართების) პროცედურებზე. 

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები გერმანიის საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსაც გაეცნენ.  

გერმანიის, ჩეხეთის, ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მანდატურის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.