ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

13 მაისი 2016

მანდატურთა შესარჩევი კონკურსი

 

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

აცხადებს მანდატურთა შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

  ქ.თბილისი;

  ქ.რუსთავი;

  ქ.ბათუმი;

  ქ.ფოთი;

  ქ.ოზურგეთი;

  ქ.ლანჩხუთი;

  ქ.ზუგდიდი;

  ქ.ქუთაისი;

  ქ.ჭიათურა;

  ქ.სამტრედია;

  ქ.წალენჯიხა;

  ქ. ლაგოდეხი;

  ქ.დუშეთი;

  ქ.მარნეული;

  ქ.გარდაბანი;

  ქ.ახალქალაქი;

  ქ.ნინოწმინდა;

  დაბა ასპინძა;

  დაბა ვალე;

  დაბა ქედა;

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი-სოფელი ახალსოფელი, სოფელი ჭარნალი, დაბა ქედა, სოფელი სალიბაური, სოფელი ფერია;

  ქობულეთის მუნიციპალიტეტი-სოფელი ლეღვა;

  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი-დაბა ლაითური, დაბა ნასაკირალი;

  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი-სოფელი განჯალი, სოფელი კაბალი;

  ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ქვემო ალვანი;

  გურჯაანის მუნიციპალიტეტი-სოფელი კარდენახი;

  სიღნაღის მუნიციპალიტეტი-ქ. წნორი;

  მცხეთის მუნიციპალიტეტი-სოფელი მუხრანი, სოფელი მისაქციელი;

  დუშეთის მუნიციპალიტეტი-დაბა ჟინვალი;

  საგარეჯოს მუნიციპალიტეტი-სოფელი ლამბალო;

  მარნეულის მუნიციპალიტეტი-სოფელი ქეშალო, სოფელი ალგეთი; სოფელი ქესალო, სოფელი სადახლო;

  გარდაბნის მუნიციპალიტეტი-სოფელი ნორიო, სოფელი ვაზიანი, სოფელი სართიჭალა, სოფელი ნაზარლო;

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი-სოფელი კოდა;

  ბოლნისის მუნიციპალიტეტი-დაბა კაზრეთი.

 

 

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:

  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს -   ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი ასაკი და განათლება, იცის სახელმწიფო ენა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;

  კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფისებში;

წარსადგენი დოკუმენტაცია:

  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი);

საბუთების წარდგენა:

  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:    Hr@mandaturi.gov.ge

  კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს;

  მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობა  განისაზღვრება 2 თვე;

  მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასაქმების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას;

  იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი წარმატებით ვერ გაივლის მოსამზადებელ კურსებს, იგი ვალდებულია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აანაზღაუროს მისი მომზადების მიზნით გაწეული ხარჯები;

  დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრებისა და კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელ. ფოსტის მეშვეობით;

 

  კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 24 აგვისტოდან  -  31 აგვისტოს ჩათვლით;

 

  კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში(subject) მიუთითოს  სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის(ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;

  დაგვიანებით  და/ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში პირი არ დაიშვება კონკურსზე.

დანართი - სააპლიკაციო ფორმა