ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

21 ნოემბერი 2018

ტრენინგი „ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროგრამას “ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“.

ტრენინგის მიზანია ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის პრევენცია, ამოცნობა და მასზე ეფექტური რეაგირება, ასევე პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ბავშვსა და მოზარდთან თერაპიული მუშაობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები.

პროგრამა მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

✓ კომუნიკაციის ფსიქოლოგია;

✓ სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ქცევითი და ემოციური პრობლემები და მათზე რეაგირების ეფექტური სტრატეგიები;

✓ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების საბაზისო ნიშნები;

✓ დევიაციურ/დესტრუქციული ქცევის ამოცნობა, ჩამოყალიბების საფრთხე

და პრევენცია;

✓ ძალადობრივი ქცევის ამოცნობა, რეაგირება და პრევენცია