ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

10 დეკემბერი 2018

მოზარდთა მშობლობისა და მოზარდთა მშობლობის მხარდამჭერი პროგრამების კვლევა საქართველოში

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ განხორციელდა კვლევა „მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“. კვლევის მიზანია საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის რა მეთოდებს იყენებენ მოზარდის მშობლები საქართველოში, ვის მიმართავენ მოზარდები და მთი მშობლები ფორმალური  და არაფორმალური მხარდაჭერისთვის, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ მშობლებისთვის შექმნილი პოლიტიკა და პროგრამები, ისე, რომ მათ დააკმაყოფილონ მოზარდების მშობლების არსებული საჭიროებები.

კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და ამავე ცენტრის ფსიქოლოგი სალომე კაკაბაძე.

ცენტრის ხელმძღვანელმა პრეზენტაცია წარმოადგინა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი სთავაზობს მოზარდებსა და მათ მშობლებს, საქართველოს მასშტაბით.