ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

27 დეკემბერი 2018

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად გარემონტდა თერაპიის ოთახები, დერეფნები, მოსაცდელი დარბაზი. თერაპიის ოთახები აღიჭურვა ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარით.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 2013 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ცენტრში მომართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობენ მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს, მანდატურებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების 8 ცენტრი ფუნქციონირებს (თბილისი 2, თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი).