ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

ისტორია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  მანდატურების პროექტის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ. 2010 წლის 15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ და თავიანთი  მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. ეს  სკოლებია: 1 ექსპერიმენტული, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე, 117-ე. ეტაპობრივად  მანდატურის სამსახურის ინსტიტუტი ამოქმედდა საქართველოს ყველა ქალაქის საჯარო სკოლაში. მანდატურების მოსვლამ საჯარო სკოლებში ძალადობის და დისციპლინარული დარღვევით ფაქტები მნიშვნელოვნად შეამცირა.
მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ და სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც დაეხმარებათ  სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა უზრუნველყონ. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განახორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ. სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განთავსდნენ, აქვთ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.

მიზანი

საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის/პოზიტიური სასკოლო დისციპლინის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; ჯანსაღი ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა; ფსიქოლოგიური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის ან/და მასწავლებლებისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა.