ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

27 სექტემბერი 2016

მანდატურის სამსახური გეგმის მიხედვით ფართოვდება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გეგმის მიხედვით ფართოვდება. ამჯერად მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო გორის რეგიონის სოფელ ზერტის, ტყვიავის, კარალეთის N1, კარალეთის N2, მეჯვრისხევის, ხელთუბნის, ფლავის, ატენის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N2 და N4 საჯარო სკოლებში. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის N1 საჯარო სკოლაში პირადად წარადგინეს მანდატურები. შერჩეულმა კანდიდატებმა, პოლიციის აკადემიაში, მანდატურთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს. მანდატურებს გადაეცათ სერთიფიკატები და უკვე შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების წარდგენას დაესწრნენ ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროს (NASRO) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი, ამერიკელი ინსტრუქტორები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.