ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

13 ივლისი 2017

დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის- „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, მანავის საზაფხულო ბანაკში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის თანამშომლებმა მანდატურებთან ერთად ჩაატარეს გაცნობითი/საინფორმაციო შეხვედრა ბავშებთან. შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ფუნქცია-მოვალებები აქვს მანდატურს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რას ნიშნავს იყო მანდატური, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ მანდატურს და რა სახის დახმარებას აღმოუჩენენ მათ. ასევე, ცენტრის თანამშრომლებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის შესახებ. მანდატურები და ბავშვები ჩაერთნენ ერთობლივ სახალისო აქტივობებში.