"უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოს" დანერგვა » სიახლეები » საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

13 თებერვალი 2018

"უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოს" დანერგვა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა შეიმუშავა „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“. აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სკოლაში დარღვევათა და სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ინსტრუქციას. სახელმძღვანელოში, რომლის მიზანია უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა, მოცემულია სხვადასხვა სახის კრიზისული სიტუაციების დროს, სკოლის დირექტორებისათვის და მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის მოქმედების პროცედურები და რეკომენდაციები. „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოში“ სიტუაციები დაყოფილია დონეებად, საფრთხის, ხარისხისა და მათზე რეაგირების მიხედვით. საფრთხის დონეებად დაყოფა უზრუნველყოფს შექმნილ ვითარებაში ორიენტაციას,სწრაფ რეაგირებასა და გასატარებელ ღონისძიებათა ეფექტურ დაგეგმვას. „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელოს“ დანერგვისათვის შეიქმნა ტრენინგ-მოდული, რომლის მიხედვითაც დაიწყო მანდატურების გადამზადება.