ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

06 ნოემბერი 2018

დონაციის აქციაში მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციამ და მანდატურებმა მიიღეს მონაწილეობა

6 ნოემბერს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში „ჰემატოლოგიისა და ტრანზფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ სისხლის ბანკის უანგარო დონორთა აქცია მოეწყო.

სისხლის ჩაბარების აქცია სახელწოდებით “თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“, მანდატურის სამსახურში ჩატარდა და მასში მონაწილეობა სამსახურის ადმინისტრაციამ და მანდატურებმა მიიღეს.

აქციის მიზანია სისხლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის სისხლის უანგარო გაღება. აღსანიშნავია, რომ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან, საქართველოს მასშტაბით, 70-მდე კლინიკა მარაგდება, როგორც ონკოლოგიური პროფილის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დამარების კლინიკები, რომლებსაც სისხლი და მისი კომპონენტები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ.

აქციაში მონაწილე თითოეულ დონორს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის უფასო გამოკვლევა ვირუსებზე. აქციაში მონაწილე თითოეულ პირს, ინსტიტუტის სახელით გადაეცათ „მადლობის სიგელები“.