ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

12 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი  მანდატურობის მსურველ კანდიდატებს შეხვდა.  კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან  მანდატურის მოსამზადებელ კურსებს, რომელიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე  დამტკიცდა.

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში  განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მანდატურის მოსამზადებელ კურსებს შსს-ს პოლიციის აკადემიაში  კანდიდატები ორი თვის განმავლობაში გაივლიან და შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა:  ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში; კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა; დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები; ოჯახში ძალადობა; ბულინგი; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; ფიზიკური მომზადება და ა.შ.  

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებად.