ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

15 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახურის უფროსი რეგიონების მანდატურებს დაგეგმილ სიახლეებს აცნობს

სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება, - ამის შესახებ მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ რეგიონების საჯარო სკოლების მანდატურებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მან მანდატურებს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და დადეგმილი სიახლეები გააცნო.

გელა გელაძის თქმით, მანდატურის სამსახური გაცილებით დამოუკიდებელი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხდება და იგი ახალი მიდგომებით იმუშავებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კომპლექსური სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. ახალი მოდელი კიდევ უფრო უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური სასკოლო გარემოს შექმნისკენაა მიმართული. უსაფრთხოების კუთხით, პრევენციული ღინისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მანდატურები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.

გელა გელაძე მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის, იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს საჯარო სკოლების მანდატურებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრები გრძელდება და ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი.