ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

16 ნოემბერი 2018

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები სკოლის მოსწავლეებს ბულინგის შესახებ ესაუბრნენ

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, სოციალური კამპანიის - „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" წევრებიც მონაწილეობდნენ.

ფსიქოლოგები მოზარდებს ბულინგის არსის შესახებ ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის მონაწილეებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.  

ანტიბულინგურ კამპანიას - „ძლიერები არ ძალადობენ“ პიარ-მედია საკონსულტაციო ჯგუფი - კომპანია PRMC, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.   

სოციალური პროექტი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.