სიახლეები
27 ნოემბერი 2018
საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები მშობლებთან
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს მშობლებთან. შეხვედრების მიზანია, ხელი შეუწყოს მშობლის და შვილის ეფექტურ ინტერაქციას, მათ შორის თანამშრომლური და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. მშობლები სწავლობენ აღზრდის ეფექტურ ტექნიკებს, ოჯახის დაცვითი მექანიზმების გაძლიერებას და პრობლემების დაძლევის სტრატეგიებს, ოჯახური კონფლიქტების გადაწყვეტას, ბავშვის პოზიტიურ ჩართვას ოჯახურ აქტივობებში, მშობლის მიერ ბავშვის ქცევის მართვის ჩვევების გაუმჯობესებას, ბავშვის ქცევითი და ემოციური პრობლემების გამოცნობასა და მათი გადაჭრის პრაქტიკულ ხერხებს.