ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

28 დეკემბერი 2018

მოსწავლეები მანდატურებთან ერთად საახალწლო ფილმის ჩვენებას დაესწრნენ

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კინოთეატრ ამირანის ერთობლივი ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისათვის, მხატვრული ფილმის „მაკნატუნა“ ჩვენება გაიმართა. საქველმოქმედო აქციის მიზანს მანდატურსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაციისა და მეგობრული ურთოერთობის გაღრმევება წარმოადგენს.

„მსგავს აქციებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენი სურვილია, მშობლებთან ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ბავშვების სწორად აღზრდაში“- აცხადებს მანდატური.

ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურები სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, უსაფრთხოებისა და ჯანსაღი გარემოს შექმნასაც უზრუნველყოფენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ არიან ჩართულნი თავად მანდატურებ