ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

31 დეკემბერი 2018

მანდატურებმა მოხუცთა თავშესაფარ“კათარზისის“ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისის“ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა, თავშესაფარის ბენეფიციარებს საჩუქრად ქართული წარმოების პროდუქცია გადასცეს და საახალწლო ნაძვის ხე მათთან ერთად მორთეს.

მანდატურის სამსახურთან ერთად საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთნენ კომპანიები: „ტკბილი ქვეყანა“, რძის პროდუქტების მწარმოებელი ფირმა „ქობულეთური “ და „ბორჯომი ვოთერსი“.

აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახურის მიერ, მსგავსი საქველმოქმედო აქციების ორგანიზება არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.