ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

01 თებერვალი 2019

ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროგრამას “ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“. დღეს, 1 თებერვალს, ტრენინგი N169-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც სამიზნე ჯგუფს სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები წარმოადგენდნენ.

ტრენინგის მიზანია ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის პრევენცია, ამოცნობა და მასზე ეფექტური რეაგირება, ასევე პრობლემის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ბავშვსა და მოზარდთან თერაპიული მუშაობის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა.  პროგრამა მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ✓ კომუნიკაციის ფსიქოლოგია; ✓ სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის დამახასიათებელი ქცევითი და ემოციური პრობლემები და მათზე რეაგირების ეფექტური სტრატეგიები; ✓ ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების საბაზისო ნიშნები; ✓ დევიაციურ/დესტრუქციული ქცევის ამოცნობა, ჩამოყალიბების საფრთხე და პრევენცია; ✓ ძალადობრივი ქცევის ამოცნობა, რეაგირება და პრევენცია.