ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

20 თებერვალი 2019

მანდატურებმა ქუთაისში, დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები ქუთაისში, „სისხლის ბანკის“ უანგარო დონაციის აქციაში -  “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ ჩაერთნენ და ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და სხვა საჭიროების მქონე პირთათვის სისხლი გაიღეს.

მანდატურები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მსგავს აქციებში რეგულარულად მონაწილეობენ.

„ნაციონალური სისხლის ბანკიდან“ საქართველოს მრავალი სამედიცინო დაწესებულება მარაგდება, როგორც ონკოლოგიური პროფილის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკები, რომლებსაც სისხლი და მისი კომპონენტები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ.