ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

21 თებერვალი 2019

მანდატურის სამსახურში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამსახურში მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის მიზნით, როგორიცაა ბულინგი სკოლებში, ბავშვთა მიმართ განხოციელებული ძალადობა და დისკრიმინაცია.

სამუშაო შეხვედრას „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის“, „ბულინგის კოალიციის“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“, „ვორლდ ვიჟენის“, „მაკლეინის ასოციაციის“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.