ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

06 მარტი 2019

მანდატურის სამსახურმა საჯარო სკოლებში უსაფრთხოებაზე უფლებამოსილი პირების გადამზადება დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც მანდატურები ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არიან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უფლებამოსილი პირების გადამზადება დაიწყო.

პირველ ეტაპზე, განახლებული მოდულით, ტრენინგები შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ჩატარდა. ტრენინგის მიზანია უფლებამოსილი პირებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაცნობა. გადამზადების შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილ პირებს შეეძლებათ სკოლაში მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება, სხვადასხვა გადაუდებელ, კრიზისულ სიტუაციაში დროული და ეფექტური რეაგირება, ძალადობის მსხვერპლი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ქცევითი, ემოციური და ფიზიკური ნიშნების ამოცნობა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გადამისამართება შესაბამის, უფლებამოსილ სტრუქტურებში.

ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, წარმოდგენილია 458 საჯარო სკოლაში. მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში, სამსახურის სერვისით ისარგებლებს, დამატებით, 260 საჯარო სკოლა. ხოლო იმ სკოლებში, სადაც მანდატურები წარმოდგენილი არ იქნებიან, მიმდინარე წლის ბოლომდე, ეტაპობრივად გადამზადდება უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.