ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

07 მარტი 2019

თბილისის საჯარო სკოლებში მანდატურებისა და მართლწესრიგის ოფიცრების შეხვედრები მოსწავლეებთან გრძელდება

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებენ. მიმდინარე კვირას საინფორმაციო შეხვედრები თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ, 102-ე და 151-ე საჯარო სკოლებში გაიმართა. შეხვედრებს მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძეც ესწრებოდა, რომელმაც მანდატურის სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ მცირე პრეზენტაცია წარმოადგინა.

მანდატურებმა შეხვედრის მონაწილეებს საგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ფსიქოლოგები კი მოზარდებს ბულინგის პრობლემის თაობაზე ესაუბრნენ და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები განიხილეს. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეოკლიპი ბულინგის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მომავალშიც გაგრძელდება.