ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

27 მარტი 2019

მანდატურები და მართლწესრიგის ოფიცრები, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები და  შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები, თბილისის საჯარო სკოლების მე-5-6 კლასების მოსწავლეებთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა „ქართული ხელნაწერი წიგნი“ და გაეცნენ VII-XVIII საუკუნეების უნიკალურ ექსპონატებს, მათ შორისაა, მეფე თამარის მიერ საგანგებოდ დაკვეთილი სახარება, აფხაზეთში, მოქვის მონასტერში გადაწერილი და ოქროთი შემკული მოქვის ოთხთავი და მეფეების – სოლომონ I-ისა და გიორგი XI-ის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ ნუსხები. ასევე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ და გაეცნენ კომპიუტერულ პროგრამას „ჩემი შექმნილი წიგნი“.

კულტურულ-შემეცნებითი ტურის დასასრულს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა მიზნად ისახავს მოზარდებში ცოდნის გაღრმავების და წიგნიერების პოპულარიზაციას, მანდატურებსა და მოსწავლეებს შორის მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების დამყარებას.