ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

03 აპრილი 2019

მანდატურის სამსახურის უფროსი აჭარაში მანდატურებს შეხვდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე აჭარის საჯარო სკოლებში მანდატურების მუშაობას პირადად გაეცნო და მათთან სამუშაო შეხვედრაც გამართა. შეხვედრაზე, უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს.
მანდატურის სამსახურის უფროსმა მოქმედ მანდატურებს ახლადდანიშნული კოლეგები წარუდგინა, რომლებიც ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლების, ასევე, დაბა ქედას საჯარო სკოლებში მუშაობას უკვე შეუდგნენ. მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, აჭარაში მანდატურის სამსახური, დამატებით, 6 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.
დღეისთვის, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე 485 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. 2020 წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით ისარგებლებს, დამატებით, 233 საჯარო სკოლა.