ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

29 დეკემბერი 2015

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა

თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.
სკოლაში თითოეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში I-დან XII-ს კლასის ჩათვლით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ქართული ჟესტური ენაც ისწავლება, კოხლეარული ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.
შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ვერულაშვილი ერთად, წინასაახალწლოდ, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ესტუმრა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რის შემდეგაც, ლიბერთი ბანკისაგან ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს. 

თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.

ვრცლად >>
21 დეკემბერი 2015

800-მდე გადამზადებულ მანდატურს და პედაგოგს სერტიფიკატები გადაეცა

 სკოლის მანდატურებმა პროექტის - ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის“ ფარგლებში, თეორიული კურსი გაიარეს, რომლის მიზანს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიული საკითხების შესწავლა წარმოადგენდა.

ყველა მანდატური და პედაგოგი, რომელმაც კურსი წარმატებით გაიარეს, სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში ეტაპობრივად ჩაერთვება. შედეგად, ისინი საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ, რაც საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, პროექტის ფარგლებში, 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ორი თვის განმავლობაში უტარებდნენ.
თბილისის შემდეგ, მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ანჯაფარიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცეს.

სკოლის მანდატურებმა პროექტის - ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის“ ფარგლებში, თეორიული კურსი გაიარეს, რომლის მიზანს სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიული საკითხების შესწავლა წარმოადგენდა.

ყველა მანდატური და პედაგოგი, რომელმაც კურსი წარმატებით გაიარეს, სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში ეტაპობრივად ჩაერთვება. შედეგად, ისინი საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ, რაც საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.

ვრცლად >>
01 დეკემბერი 2015

მანდატურის სამსახურის უფროსმა 14 ორგანიზაციას მადლობის სიგელები გადასცა

მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა მადლობის სიგელები გადასცა იმ სამსახურებსა და დაწესბულებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებულ გაფართოებულ შეხვედრებსა და ექსკურსიებში.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის პილოტირებას სსიპ მანდატურის სამსახური 2013 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.
2015-2016 სასწავლო წელს, საპილოტე პროგრამაში ჩართულია 944 საჯარო სკოლა და პროგრამა ყველა საპილოტე სკოლის მე-9 დამე-11 კლასებში ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, საპილოტე სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ პროფორიერნტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები. ასევე, სკოლები მასწავლებელთან და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით, მოსწავლეებისთვის გეგმავენ ექსკურსიებს სასწავლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და გაფართოებულ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.
ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა 2014-2015 სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლაში ხორცილედებოდა. 2015-2016 სასწავლო წლისთვის მათი რიცხვი გაორმაგდა და პროგრამაში ხონის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა ჩაერთო, მათ შორის 4 ქალაქის და 6 სოფლის საჯარო სკოლები.
ღონისძიებას დაესწრნენ ქალაქ ხონის 10 საჯარო სკოლის დირექტორი, ხონის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლები.

მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა მადლობის სიგელები გადასცა იმ სამსახურებსა და დაწესბულებებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებულ გაფართოებულ შეხვედრებსა და ექსკურსიებში.

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის პილოტირებას სსიპ მანდატურის სამსახური 2013 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.

2015-2016 სასწავლო წელს, საპილოტე პროგრამაში ჩართულია 944 საჯარო სკოლა და პროგრამა ყველა საპილოტე სკოლის მე-9 დამე-11 კლასებში ხორციელდება.

ვრცლად >>
08 ნოემბერი 2015

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში 800 -მდე მანდატური გადამზადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში პროექტის ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის’’ განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ჩაუტარებენ.
სწავლების მიზანია, მსმენელები დაეუფლონ სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიულ საკითხებს. ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციებში საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, რაც მოსწავლეების უსაფრთხოებას ისახავს მიზნად.
პირველი ტრენინგი მთავარ სამმართველოში თბილისის სხვადასხვა სკოლის 36 მანდატურსა და კლასიკური გიმნაზიის სამ პედაგოგს ჩაუტარდათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მათ სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.
თბილისის შემდეგ, მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში პროექტის ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო უსაფრთხო სკოლისთვის’’ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში 800-მდე მანდატურსა და პედაგოგს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიულ სწავლებას ჩაუტარებენ.

ვრცლად >>
27 ოქტომბერი 2015

მანდატურმა კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

დღეს, 27 ოქტომბერს, მანდატურმა ხათუნა ხუბეჟოვმა  N 49-ე  საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლე გადაარჩინა.  სადილის დროს, ბავშვს საკვები  გადასცდა, რის შედეგად მოსწავლეს სუნთქვის პრობლემები შეექმნა. თუმცა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება მანდატურმა გაუწია. შედეგად,  მოსწავლე სიკვდილს გადაურჩა.  

დროული რეაგირებისა და მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენისათვის, სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა მანდატურს მადლობა გადაუხადეს.

ვრცლად >>
26 ოქტომბერი 2015

რვა საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ

ახალ სასწავლო წელს სკოლის მანდატურები 3 რეგიონის 8 საჯარო სკოლაში პირველად შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. მანდატურის სამსახური ამოქმედდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალალის საჯარო სკოლაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საჯარო სკოლაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოს საჯარო სკოლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაზრეთისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლებში. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღალოს საჯარო სკოლაში მანდატურები ნოემბრიდან შევლენ, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლაში კი, ახალი წლიდან.

ვრცლად >>
12 ოქტომბერი 2015

დაიწყო პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთა ტრენინგები

იმდინარე წლის 12-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთა ტრენინგები - "ტრენინგი ტრენერთათვის". შემდგომში კურსდამთავრებული სპეციალისტები გადაამზადებენ მასწავლებლებს.
პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა 2015-2016 სასწავლო წელს მიმდინარეობს 944 საპილოტე სკოლაში.

მიმდინარე წლის 12-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთა ტრენინგები - "ტრენინგი ტრენერთათვის". შემდგომში კურსდამთავრებული სპეციალისტები გადაამზადებენ მასწავლებლებს.

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა 2015-2016 სასწავლო წელს მიმდინარეობს 944 საპილოტე სკოლაში.

ვრცლად >>
09 ოქტომბერი 2015

დასრულდა „უსაფრთხო სკოლის“ კონფერენციის ფარგლებში გამართული ტრენინგ კურსი

[4:43:11 PM] თეო: დასრულდა „უსაფრთხო სკოლის“ კონფერენციის ფარგლებში გამართული ტრენინგ კურსი
დღეს, 9 ოქტომბერს, დასრულდა „უსაფრთხო სკოლის“ კონფერენციის ფარგლებში გამართული ტრენინგ კურსი, რომელსაც აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენლები ერთი კვირის მანძლზე უტარებდნენ მანდატურებს  და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს. ტრენინგებზე მოხდა გამოცდილების გაზიარება ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე.
აღნიშნული კურსის დასრულებასთან დაკავშირებით ყველა მსმენელს გადაეცათ სერთიფიკატები.
[4:43:27 PM] თეო: თარიღი დღევანდელ