ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

სიახლეები

10 მაისი 2010

117-ე სკოლაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კომპანია”ნეოტექის” დირექტორი იგორ ფარჯიანი 117-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. კომპანია”ნეოტექი” სამინისტროს ინიცირებულ ”უსაფრთხო სკოლის” პროგრამას გამოეხმაურა და 117-ე საჯარო სკოლაში უსასყიდლოდ დაამონტაჟა 16 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, მათ შორის, ორი სკოლის გარე პერიმეტრზე.

ვრცლად >>
24 აპრილი 2010

დაიცავი მომავალი თაობა - მანდატურთა კანდიდატების რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის საჯარო სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 20-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ. კონკურსის თაობაზე განცხადება დიმიტრი შაშკინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მანდატურებთან,მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე გააკეთა და ამ თემაზე მომზადებული საინფორმაციო კლიპის პრეზენტაციას დაესწრო.

ვრცლად >>
15 აპრილი 2010

მანდატურები თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ

15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის შვიდ საპილოტე საჯარო სკოლაში შევიდნენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. ეს სკოლებია: 1 ექსპერიმენტული, მე-11, 23-ე, 24-ე, 51-ე, 52-ე, 117-ე.

ვრცლად >>
13 აპრილი 2010

მინისტმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების მანდატურთა პირველ ჯგუფს სერტიფიკატები გადასცა. მომავალი მანდატურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდნენ, ისინი ორი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.

ვრცლად >>
30 მარტი 2010

დიმიტრი შაშკინი მანდატურების სწავლების ცენტრს ეწვია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია, სადაც საჯარო სკოლების მანდატურთა პირველი ნაკადი ორკვირიან ტრენინგს გადის. მათ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აცნობენ და ფსიქოლოგიურ ტესტებს უტარებენ.

ვრცლად >>