სიახლეები
ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ახორციელებს პროგრამას “ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია“. დღეს, 1 თებერვალს, ტრენინგი N169-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც სამიზნე ჯგუფს სკოლის მასწავლებლები და ფსიქოლოგები წარმოადგენდნენ.
მანდატურები და მოსწავლეები ფილმის ჩვენებას დაესწრნენ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინიციატივით, კინოთეატრ „ამირანთან” თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ფილმის - „გრინჩი“ ჩვენება გაიმართა. კინოსეანსს, 31-ე და 86-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, მანდატურებიც დაესწრნენ.
"უსაფრთხო სკოლის" პროექტის პრეზენტაცია
განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად საზოგადოებას „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარუდგინა.
სკოლებში თვისებრივად ახალი ტიპის მანდატურის სამსახური - უფრო მეტად ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი ყალიბდება. იზრდება მისი ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
მანდატურების კანდიდატებმა მომზადების კურსი შსს-ს პოლიციის აკადემიაში გაიარეს
მანდატურობის კანდიდატების პირველმა ჯგუფმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, მანდატურის მომზადების განახლებული კურსი წარმატებით დაასრულა. შესაბამისი სერთიფიკატები მათ მანდატურის სამსახურისა და შსს-ს პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელებმა გადასცეს.
მანდატურებმა მოხუცთა თავშესაფარ“კათარზისის“ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოხუცთა თავშესაფარ „კათარზისის“ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. მანდატურებმა, თავშესაფარის ბენეფიციარებს საჩუქრად ქართული წარმოების პროდუქცია გადასცეს და საახალწლო ნაძვის ხე მათთან ერთად მორთეს.
მოსწავლეები მანდატურებთან ერთად საახალწლო ფილმის ჩვენებას დაესწრნენ
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და კინოთეატრ ამირანის ერთობლივი ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისათვის, მხატვრული ფილმის „მაკნატუნა“ ჩვენება გაიმართა. საქველმოქმედო აქციის მიზანს მანდატურსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაციისა და მეგობრული ურთოერთობის გაღრმევება წარმოადგენს
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თბილისის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად გარემონტდა თერაპიის ოთახები, დერეფნები, მოსაცდელი დარბაზი. თერაპიის ოთახები აღიჭურვა ბავშვებისთვის საჭირო ინვენტარით.
მიხეილ ბატიაშვილი: განათლების რეფორმა წარმოუდგენელია უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გარეშე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის სამაგალითო შესრულებისთვის 54 მანდატური მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა მადლობის სიგელები გადასცა, ასევე, მანდატურის სამსახურის შვიდ თანამშრომელს.