ნავიგაცია

ძიება საიტზე

სიახლეების კალენდარი

სასარგებლო ბმულები

ადმინისტრაციული საჩივრის განცხადების ფორმა

ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინება აქტის გამომცემ/ქმედების განმახორციელებელი ორგანოს ან თანამდებობის პირის ზემდგომ თანამდებობის პირს ან ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი

 

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი

 

გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება

 

დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (რეკვიზიტები)

 

ე) მოთხოვნა (მაგ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება, ქმედების განხორციელების მოთხოვნა, ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა)

 

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა

 

ზ) თანდართული დოკუმენტების ნუსხა

 

ადმინისტრაციული საჩივრის განცხადების ფორმა