საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

16.09.2010

მანდატურები ბათუმის საჯარო სკოლებში

ახალი სასწავლო წლიდან ქალაქ ბათუმის ყველა საჯარო სკოლის უსაფრთხოებას მანდატურები უზრუნველყოფენ. ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა წარადგინეს.

ბათუმის 18 საჯარო სკოლში 44მანდატური იმუშავებს, ყველა მათგანმა გადამზადების ორკვირიანი პროგრამა საქართველოს შსს აკადემიაში გაიარა, ”უსაფრთხო სკოლის პროგრამის” ფარგლებში,სკოლებში დამონტაჟებულია მაღალი დონის თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სკოლის ფართობიდან გამომდინარე,სხვადასხვა რაოდენობის ვიდეო კამერას მოიცავს. მე-3 სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე 17 ვიდეოთვალია განლაგებული, რაც იმის გარანტიაა, რომ სკოლაში ბავშვები მუდმივად იქნებიან უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ და შესაბამისად,დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.

მომავალში მანდატურები გარდა კონფლიქტებისა და დანაშაულის პრევენციისა ბავშვებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასაც შესძლებენ. ამით სრულყოფილი ხდება პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მანდატურთა ინსტიტუტის შემოღება ითვალისწინებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge