ადმინისტრაციული საჩივრის/განცხადების ფორმა
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი;
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო;
პირს შეუძლია, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული საჩივარი;
ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;
გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ქმედება საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება (რეკვიზიტები);
ე) მოთხოვნა (მაგ. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას);
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) თანდართული დოკუმენტების ნუსხა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი