ახალი ამბები
50 წარმატებულ მანდატურს სერთიფიკატი გადაეცა
თბილისის 50 მანდატურს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს გადამზადება, სერტიფიკატები გადაეცათ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა გადამზადების კურსები შსს აკადემიაში გაიარეს. გადამზადება შემდეგ კურსებზე მიმდინარეობდა:
ფსიქოლოგიური ასპექტები;
სამართალდარღვევებზე რეაგირების წესები;
პროფესიული ეთიკა და აკადემიური წერა;
ინგლისური ენა და კომპიუტერული პროგრამირება.
ეს კურსები მანდატურებს დაეხმარებათ მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.
ჩატარებული კვლევებისა და სტატისტკური მონაცემების მიხედვით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტი), მანდატურის ინსტიტუტის დანერგვის შემდეგ სკოლებში გაუმჯობესდა სასწავლო გარემო და შემცირდა ძალადობის ფაქტები, კერძოდ:
95%-ით შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
80%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები;
95%-ით აღმოიფხვრა მოსწავლეთა მხრიდან ფულის გამოძალვის ფაქტები;
95%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები;
95%-ით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;. პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები
2010 წელს საჯარო სკოლებში სკოლის მანდატურის ინსტიტუტის იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. სკოლის მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ სასკოლო ცხოვრებაში, დაუმეგობრდნენ მოსწავლეებს, ისინი მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაშიც ეხმარებიან.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი