საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.02.2012

ქართული მანდატურის სამსახური Nasro-ს წევრი გახდა

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურების სამსახური ამერიკის სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (nasro-ს) წევრი გახდა.

ხელმოწერა აშშ-ს კონგრესში გაიმართა, სადაც ქართულ დელეგაციას კონგრესმენი დაჩ რუპერ ბერგერი მასპინძლობდა. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა მანდატურის სამსახურის უფროსმა ზვიად ხიდიშელმა, ხოლო აშშ-ს მხრიდან სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა მო კენედიმ. მო კენედიმ მინისტრს დიმიტრი შაშკინს nasro-ს წევრობის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.

nasro-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, გაცვლით პროგრამებს, ტრეინინგებს მანდატურებისთვის, ორგანიზაცია ასევე აწყობს მანდატურის სამსახურის საქმიანობის შესახებ სემინარებსა და კონფერენციებს.

საქართველოს მანდატურის სამსახურის ასოციაციაში გაწევრიანების საკითხი გასულ წელს გადაწყდა, როდესაც საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად, კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში გამართეს. დაათვალიერეს საჯარო სკოლები, მასწავლებლის სახლი, მოინახულეს პოლიციის აკადემია.

ამერიკის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მანდატურის სამსახურის საქმიანობას და მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე. დღეს ამერიკაში სწორედ ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge