საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

04.03.2012

მანდატურები და მოსწავლეები კინოსა და თეატრის მუზეუმში

 

მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს. №39,  №74 საჯარო სკოლებისა და  №1 ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები საქართველოს  კინოსა და თეატრის ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. მოზარდებმა  მუზეუმში დაცული უძველესი ექსპონანტები დაათვალიერეს.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუმრები პარალელურად უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა „გახდი ტაძრის ხუროთმოძღვარ“-ში ჩაერთვნენ, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ  ქართული არქიტექტურისა და ფრესკული მოხატულობების თავისებურებებს. გარდა ამისა  მოსწავლეებმა კავკასიაში არსებული უმნიშვნელოვანესი ქართული ისტორიული ძეგლების არქიტექტურაც დაათვალიერეს.

 

მოზარდებმა მონაწილეობა მიიღეს  ვორქშოპში, რომლის ფარგლებშიც  მათ საგანგებოდ მომზადებულ ესკიზებზე მოხატეს ქართული ფრესკები, დაასრულეს იშხნის ტაძრის ჩუქურთმები და ორნამენტებით დაამშვენეს სამთავისის კარის კარიბჭე. დასასრულს მათ საშუალება მიეცათ აეწყოთ სვეტიცხოვლის ტაძრის და პარხლის ბაზილიკის მაკეტები.

 

მანდატურების თქმით, მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდები  საკუთარ სიძველეებს ეცნობიან და   ცოდნას იღრმავებენ.  

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge