ახალი ამბები
18.03.2012
მანდატურების ინიციატივით წამოწყებული ხელოვნების კვირეული გრძელდება
მანდატურების ინიციატივით მოსწავლეებისთვის ხელოვნების კვირეული გრძელდება. №24 საჯარო სკოლის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მემორიალური ნივთები, ბიბლიოთეკა და დოკუმენტური ფოტო მასალა დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა და მანდატურებმა ასევე ილიას მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები, ხელნაწერები, ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები იხილეს.
მანდატურების თქმით, ხელოვნების კვირეული მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა, რადგან მოზარდები საკუთარ ისტორიას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.
ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები და მანდატურები სხვადასხვა მუზეუმებსესტუმრებიან .
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი