ახალი ამბები
სკოლებში მანდატურების შესვლიდან ორი წელი გავიდა
მანდატურის სამსახურის ორწლიანი მოღვაწეობის ამსახველ პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის წევრი გოკა გაბაშვილი გაეცნენ.
მანდატურები პირველად 2010 წლის 12 აპრილს თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდნენ, სასწავლო წლის დაწყებიდან კი, მანდატურები თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ. პარალელურად, მანდატურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამოჩნდნენ.
დღეს უკვე მანდატურები თბილისის, ბათუმის, ქუთაისის,ზუგდიდის, ფოთის, გორის, რუსთავის, ყვარელის, თელავის, ზუგდიდის, ფოთის, წყალტუბოს, სამტრედიის, თერჯოლის, ჭიათურის, გურჯაანის, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, მცხეთის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ქობულეთის, წალენჯიხის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის სკოლების უსაფრთხოებას იცავენ. მანდატურის ინსტიტუტი საქართველოს კერძო სკოლებშიც მოქმედებს. საქართველოს მასშტაბით მოზარდების უსაფრთხოებას 1500-ი მანდატური იცავს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მანდატურის სამსახურის ამოქმედების შემდეგ, სკოლებში ძალადობა 95 % შემცირდა, ასევე სტატისტიკური მონაცემებით აღმოფხვრილია თამბაქოს მოხმარების ფაქტები:
- 80% -ით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები.
- 95% -ით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები.
- 90% -ით შემცირდა საჯარო ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები.
- 80% -ით შემცირებულია მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები,
- 75% -ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ შატალო).
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი