საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

20.04.2012

მანდატურებისა და სოციალური მუშაკების გადამზადება დაიწყო

 

ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერებისა და მანდატურებისა და სოციალური მუშაკების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პოლიციის აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე  კოკა სეფერთელაძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი პოლიციის აკადემიაში ტრნინგების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.

ოჯახში და მის გარეთ, ბავშვზე ძალადობის ყველა ფორმის აღკვეთა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით, სოციალური მუშაკებისა და სკოლების მანდატურებისთვის  ერთობლივი გადამზადების ტრენინგები დაიწყო.

სწავლება ბავშვთა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას, რეფერირებისა და რეაგირების სწორი მექანიზმების დანერგვასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ტრენინგები, მთელი საქართველოს მასშტაბით გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება.

ბავშვების ძალადობისაგან დაცვაზე ერთობლივი მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა  და შინაგან საქმეთა  სამინისტროებმა 2010 წელს დაიწყეს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge