ახალი ამბები
02.05.2012
მანდატურები მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას განაგრძობენ
სასწავლო დაწესებულების მანდატურები მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას განაგრძობენ.
მთელი დღის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას 300 მანდატური ასუფთავებდა. მანდატურებმა მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსის ნერგებიც დარგეს.
მანდატურებთან ერთად აქციაში ქალაქ თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ქორქაშვილიც ჩაერთო, აქციის ფარგლებში მანდატურებთან ერთად გიორგი ქორქაშვილმა კვიპაროსის 100 ნერგი დარგო.
მანდატურები აქტიურად ჩაერთვნენ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში. ყველა მანდატური ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ წვლილს შეიტანს ტაძრის მშენებლობის პროცესში.
მანდატურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩაბმა, რადგან ამით ისინი თავიანთ წვლილს შეიტანენ ქვეყნის აღმშენებლობისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი