საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

12.05.2012

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მანდატურის სამსახურის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ბაიბურთი და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ბეღურებს“ ესტუმრნენ.

ერთობლივი აქციის ფარგლებში სტუმრებმა ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს, მოზარდებმა საჩუქრად  წიგნები, ტკბილეული, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები მიიღეს.

  სარეაბილიტაციო ცენტრში 25 მოზარდი ცხოვრობს. ცენტრის აღსაზრდელებმა სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინეს როგორც სიმღერაში და ცეკვაში, ასევე ხელოვნების ნიმუშებში, რომელსაც  თავად ქმნიან.

მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები და მოზარდებზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გააგრძელდება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge