ახალი ამბები
17.05.2012
მანდატურები და მოსწავლეები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში
მანდატურებმა მოსწავლეებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს.
№179 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მანდატურები ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. სტუმრებმა მუზეუმში დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები იხილეს.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ასევე ფალიაშვილის მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები და სხვადასხვა ფოტო მასალა დაათვალიერეს.
მანდატურების თქმით, მსგავსი აქციები მოსწავლეებისთვის საინტერესო და სასარგებლო ინიციატივაა, რადგან მოზარდები საკუთარ ისტორიას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი