ახალი ამბები
“უსაფრთხო სკოლა” მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
19-20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ეროვნული ასოციაცია (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კონფერენციის - ,,უსაფრთხო სკოლა’’ მიზანია სასკოლო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის გაცნობა.
ორი წლის განმავლობაში საქართველოს მანდატურის სამსახურის მიერ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს არაერთი ქვეყანა იზიარებს. გასულ წელს საქართველო მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO) წევრი გახდა.
ბათუმის კონფენეციაში მონაწილეობენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს კენედი, ლიტვის განათლების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი, სომხეთის, ყირგიზეთის, მოლდოვასა განათლების მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.
კონფერენცია საზეიმო ვითარებაში საქართველოსა და აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. დიმიტრი შაშკინმა კონფერენციაზე განათლების სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმების მნიშვნელობასა და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელბულ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა 2 წლის განმავლობაში ქართული მანდატურის სამსახურის მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ძალადობა სკოლებში 94%-ით, ხოლო ვანდალიზმი 98%-ით შემცირდა.
კონფერენციაზე პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ და დავით საყვარელიძემ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შსსა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივ პროექტებსა და სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ერთობლივ პროგრამებზე ისაუბრეს. ქართული მანდატურის სამსახურის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინა სამსახურის უფროსმა ზვიად ხიდეშელმა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი