საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

01.06.2012

ბავშვთა დაცვის დღე მანდატურებმა სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებთან ერთად გაატარეს

 მანდატურები და სამტრედიის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ბავშვთა  დაცვის საერთაშორისო დღეს  უკვე მეორე წელია რაც ერთად აღნიშნავენ.  სამტრედიის სკოლა-პანსიონის მოზარდები  და   მანდატურები  დღეს სათაფლიის მღვიმეს ესტუმრნენ.

 

სტუმრებმა სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმე დაათვალიერეს. მოზარდებმა ნაკრძალში  ასევე  მინის გამჭვირვალე გადასახედიდან გადაიხედეს და სათაფლიის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

 

ბავშვთა დაცვის დღე  მანდატურებმა  მოზარდებთან ერთად გაატარეს, ღონისძიების ფარგლებში კი ბავშვებს სხვადასხვა სახის  საჩუქრები გადაეცათ.


სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge