ახალი ამბები
50 მანდატური მარათონში მონაწილეობდა
გარემოს დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულში მანდატურებიც ჩაერთვნენ. კვირეული მძლეოსნური გარბენით გაიხსა. გარბენში მონაწილეობას 300 ადამიანი იღებდა.მონაწილეებმა ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 500 მეტრიანი მანძილი სირბილით დაფარეს.
გამარჯვებულები 5 კატეგორიის მიხედვით გამოვლინდნენ. თითოეული ჯგუფის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები სპეციალური პრიზებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდას, ფეხით სიარულის და ტრანსპორტის სარგებლობის შემცირების პოპულარიზაციას, ამ მხრივ ჰაერის დაბინძურების შემცირებას.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს 5 ივნისს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. თბილისში გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის აღნიშნვა გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი