საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

05.06.2012

ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მანდატურების საჩუქარი მოსწავლეებს

 თბილისის სხვადასხვა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ტურიზმის ეროვნულმა  სააგანეტომ  და  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა საბავშვო-ანიმაციური რუკები გადასცეს. საბავშვო ავტორების მიერ შექმნილი რუკა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს  მათთვის გასაგებ ენაზე გააცნობს. ანიმაციური რუკები საჩუქრად ეტაპობრივად ყველა სკოლას გადაეცემა.
ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მადატურის სამსახურისა და  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.                                           
ტურიზმის ეროვნული სააგანეტოს თავმჯდომარის  მაია სიდამონიძის ინიციატივით, საბავშვო-ანიმაციური რუკა საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად  ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს  გადაეცემა. მანდატურების თქმით, ანიმაციური რუკებით მოზარდებს წარმოდგენა შეექმნებათ საქართველოს გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, კულტურულ ძეგლებზე და ტურისტულ აქტივობებზე, რაც მათ მოგზაურობის სურვილს ადრეულ ასაკშივე გაუჩენთ. მანდატურები მოსწავლეებს  მომავალშიც არაერთ სიურპრიზს პირდებიან.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge