ახალი ამბები
15.06.2012
წლის საუკეთესოები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა:
- საუკეთესო მოსწავლე-გურჯაანის რაიონის სოფელ მახარაძის სოსო ღვინიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამაზ ბაღდავაძე;
- საუკეთესო მასწავლებელი - თბილისის №76 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია კობესაშვილი;
- საუკეთესო მასწავლებელი - პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკას საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი თეონა ჯუღელი;
- საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის(ბური) სახელობის №1 საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ჯეისონ დეივიდ ბრენდონი;
- საუკეთესო სკოლის დირექტორი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა;
- საუკეთესო მანდატურები - თბილისის №76 საჯარო სკოლა - გელა ბეგდარაშვილი, ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - ბაბილინა ბარქაია, ქუთაისის №23 საჯარო სკოლა - პაატა ნანავა;
- საუკეთესო საჯარო სკოლა - რუსთავის №4 საჯარო სკოლა;
- საუკეთესო კერძო სკოლა - საერო სკოლა ”ალბიონი”;
- საუკეთსო რესურსცენტრის ხელძღვანელი - სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი - ნინო შენგელია.
დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი