საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.06.2012

მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა გაიმართა

 მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო.  161 საჯარო სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას დილიდან მანდატურები, მოსწავლეები და პედაგოგები ასუფთავებდნენ.

მანდატურები და მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად  მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდნენ სასწავლო დაწესებულებას.

მოსწავლეების თქმით მსგავსი აქციები ყველა მოსწავლესთვის  სტიმულია  სისიუფთავის დაცვისკენ და სკოლის მოვლისკენ, რადგან ყველა მოსწავლე დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ჯანსაღ გარემოში უნდა ატარებდეს.

მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია, თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი სკოლების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

მანდატურების თქმით, ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად იზრუნებენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge