ახალი ამბები
26.06.2012
მანდატურების მონაწილეობით ანტინარკოტიკული მარათონი გაიმართა
ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური შეუერთდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მანდატურების ინიციატივით მარათონი გაიმართა.
სტარტი ანტინარკოტიკულმა მარათონმა ვაკე-საბურთალოს ახალი გზიდან აიღო. მანდატურებს შორის შეჯიბრი სირბილში მოეწყო და მასში 100-მდე მანდატური მონაწილეობდა.
აქცია გაიმართა სლოგანით ”გაუფრთხილდი თავს - ნარკოტიკი კლავს”. მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.
ანტინარკოტიკულ მარათონზე 6 გამარჯვებული, 3 გოგონა და 3 ბიჭი გამოვლინდა. მარათონს მანდატურებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი