საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.07.2012

მანდატურის სამსახურმა აშშ-ში შეხვედრა გამართა

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.    საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს ამერიკის სკოლის მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (nasro-ს) წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

Nasro-ს  წევრებმა ერთმენთს საკუთური ქვეყნის გამოცდილებები გაუზიარეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ორივე ქვეყნის  პრეზენტაცია.  კონფერენციაზე ასევე დაიგეგმა ერთობლივი პროექტები,  გაცვლითი პროგრამები და ტრეინინგები მანდატურებისთვის.

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ხიდიშელი აცხადებს:    „ეს იყო მართლაც პროდუქტიული შეხვედრა.  ჩვენ  კიდევ ერთხელ უფრო ახლოს გავეცანით აშშ–ს მანდატურის სისტემას, რაც ცხადია, გამოგვადგება სამომავლო მუშაობაში. ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველო გახდა მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, რაც სერიოზულ პრივილეგიას წარმოადგენს. ამერიკელ კოლეგებთან შევთანხმდით ურთიერთთანმაშრომლობის საკითხებზეც“.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ამერიკის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.  

საქართველოს მანდატურის სამსახურის ასოციაციაში გაწევრიანების საკითხი გასულ წელს გადაწყდა, როდესაც საქართველოში მანდატურის სამსახურის საქმიანობის გასაცნობად, კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ამერიკის მანდატურთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge