საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

30.07.2012

მანდატურები თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მანდატურებს შეხვდნენ. შეხვედრას მოსწავლეები, მშობლები და კახეთის ადგილობრივი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

მანდატურებმა ყველა დასმულ  შეკითხვას ამომწურავად  გასცეს პასუხი, განმარტეს მანდატურის სამსახურის არსი, მათი ფუნქცია-მოვალეობები. მანდატურებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თბილისის სკოლაში მუშაობის  საკუთარი გამოცდილებები.  შეხვედრა  ორი საათი მიმდინარეობდა.

 

მანდატურების და მოსწავლეების შეხვედრა USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

მანდატურების თქმით, მსგავსი შეკრებები აუცილებელია, რადგან მოსწავლეები და მშობლები უშუალოდ ეცნობიან მანდატურების სამუშაო სპეციფიკას.

 

როგორც მანდატურები აცხადებენ, ისინი მზად არიან როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის ნებსიმიერ შეკითხვას ამომწურავის პასუხი გასცენ. მსგავს შეკრებებს მანდატურები სხვადასხვა ქალაქებშიც გეგმავენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge