საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.11.2012

მანდატურები ფსიქოლოგებთან გადამზადების კურსს გადიან

დღეიდან სკოლების მანდატურების გადამზადება დაიწყო. მანდატურები ფსიქოლოგებთან სპეციალურ ტრენინგებს გადიან. ტრენინგების კურსი ბავშვებთან კომუნიკაციას, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევას, რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან ურთიერთობებს, ასევე საკუთარი თავის ფლობის ტექნიკას  და ქცევისა და ეთიკის  ნორმებს მოიცავს.  

მანდატურების გადამზადება ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე, 1400 მანდატურიდან 200 შეირჩა, რომელთა ტრენინგები წლის ბოლომდე დასრულდება.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების ტესტირება ერთი თვის წინ დაიწყო. 700-მდე მანდატურმა ელექტრონული ტესტირების  შემდეგ ფსიქოლოგებთან ინდივიდუალური გასაუბრება გაიარეს და მათი შედეგების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა გადასამზადებელი ტრენინგების კურსი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge